ესპანეთის პრემიერ მინისტრი "ჟირონა"-"ბარსას" აშშ-ში ჩატარების წინააღმდეგია
გუშინ დილით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ქვეყნის პრემიერ მინისტრს, პედრო სანჩესსა და FIFA-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს უმასპინძლა.
Marca-ს ცნობით, ერთ-ერთი განსახილველი თემა "ჟირონა"-"ბარსელონას" დაპირისპირების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვა იყო. ცნობილია, რომ რუბიალესი ამ იდეის წინააღმდეგია და როგორც ირკვევა, ის მარტო არაა.
El Chiringuito-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პედრო სანჩესმა რუბიალესს უთხრა, რომ ის არ დაუშვებს, კატალონიური დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს.
FIFA-ს წესებით, ამ თამაშის საზღვარგარეთ გამართვას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვა სჭირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]