ცვლილებები გუნდში: ჟორდი ალბას რეზერვისტობის 4 კანდიდატი

  • 10-09-2018, 14:18
  • ცვლილებები გუნდში: ჟორდი ალბას რეზერვისტობის 4 კანდიდატი

    "ბარსელონას" მარცხენა მცველის პოზიციაზე ჟორდი ალბას რეზერვისტად ახალგაზრდა ხუან მირანდას კანდიდატურა აღარ განიხილება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    მას შემდეგ, რაც ლუკა დინმა "ბარსელონა" დატოვა, კატალონიურ გუნდში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი დარჩა. ცნობილი გახდა, რომ ვალვერდეს დინის შემცვლელის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ამის წინააღმდეგი იყო და მწვრთნელს ხუან მირანდასა და მარკ კუკურელიას შორის არჩევანის გაკეთებას ურჩევდა. ვალვერდემ არჩევანი მირანდაზე შეაჩერა, მაგრამ ახლა ის ფიქრობს, რომ 18 წლის ფეხბურთელს საკმარისი გამოცდილება არ აქვს.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ერნესტო ვალვერდე აპირებს ჟორდი ალბა მისი სხვა თანაგუნდელების ხარჯზე დაასვენოს ხოლმე. განიხილება სამუელ უმტიტის, კლემან ლანგლეს, სერჟი რობერტოსა და ნელსონ სემედუს ვარიანტები. უმტიტი მარცხენა მცველად "ლიონში" თამაშობდა. ლანგლესთვის ეს სათამაშო დროის მიღების კარგი ვარიანტი იქნება. ნელსონ სემედუს მთავარი კოზირი სისწრაფეა, რასაც ის მარცხენა ფლანგზეც თავისუფლად გამოავლენს. სერჟი რობერტო კი სერჟი რობერტოა და მისთვის პრობლემას არცერთ პოზიციაზე თამაში არ წარმოადგენს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    SHOTAMESSI10
    SHOTAMESSI10 სტუმარი [?]

    10 სექტემბერი 2018 20:26

    სასაცილოა

    1
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    10 სექტემბერი 2018 18:02

    უმნიშვნელო თამაშებში მირანდა .. მნიშვნელოვანში რობერტო დააყენოს .. ლენგლეც შეიძლება მარა ცენტრში ვირას აყენებს

    0
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია
    Spain5 [?]

    10 სექტემბერი 2018 18:02

    ვერმაელენის გამოყენება შეიძლება ძაან თავისუფლად
    აქვს კიდეც მარცხნივ თამაშის გამოცდილება და ისე ძანაც არ იწუწუნებს უთამაშებლობაზე

    5
    გასულია
    LashaBarca ფანი [?]

    10 სექტემბერი 2018 15:39

    საღო "writer" ბოლოს მომეწონა, სერჟი რიბერტო ხომ სერჟი რობერტოაო

    3
    --------------------
    WE DID IT 6:1
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    10 სექტემბერი 2018 15:22

    Umtitze laparakic zedmetia kaco raumtiti flangze magas jobia Sam mcveliani taqtika umtiti shetevebshi efeqturad verchaertveba maqsimum zona gadaketos magas Mets ver motxov semedu Roberto kide xo da centraluri mcvelis kraize dayenebas aranairi sargebeli eqneba magas jobia Sami centraluri mcveli atamashos mag dros

    3
    გასულია
    Don_Andresito [?]

    10 სექტემბერი 2018 14:51

    ათამასე მირანდა ნაკლებად რთულ თამაშებში შე კვერცხულესო

    2
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    10 სექტემბერი 2018 14:36

    ეს რობერტო რო არ გვყავდეს რა გვეშველებოდა, რაც შეეხება უმტიტის მშვენივრად დგა სადაც არი, მართალია თამაშობდა ფლანგზე მაგრამ ცენტრში უფრო გვჭირდება ამიტომ თუ რამეა რობერტო ათამაშოს მარცხნივ და მარჯვნივ კიდე სემედოს აღირსოს თამაში

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV