ალენია: "ბარსა ბ"-ს დავეხმარები, მაგრამ ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია

  • 10-09-2018, 13:51
  • ალენია: "ბარსა ბ"-ს დავეხმარები, მაგრამ ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია

    "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი კარლეს ალენია აცხადებს, რომ მას კატალონიელთა სარეზერვო გუნდში თამაშის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მისი მიზანი პირველ გუნდში თამაშია.

    3-თვიანი ტრავმის მორჩენის შემდეგ, ალენიამ პირველად გუშინ, "საბადელსა" და "ბარსა ბ"-ს შორის გამართულ შეხვედრაში ითამაშა. 20 წლის ფეხბურთელი, ფორმის აღდგენამდე, სარეზერვო გუნდშია გაშვებული, ფორმის აღდგენის შემდეგ კი, ის პირველ გუნდში გადავა.

    "ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია. თუ "ბარსა ბ"-ს დახმარებას შევძლებ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩემი ამოცანა პირველ გუნდში თამაშია."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV