მწარე რეალობა "ბარსელონას" ბოლოდროინდელ ტრანსფერებზე

  • 29-08-2018, 13:24
  • მწარე რეალობა "ბარსელონას" ბოლოდროინდელ ტრანსფერებზე

    "ბარსელონას" მიერ ბოლო წლებში დამატებული ფეხბურთელებიდან რამდენიმემ იმედები აშკარად გაამართლა, მაგრამ საერთო ჯამში, კატალონიელებმა არაერთი წარუმატებელი ტრანსფერი განახორციელეს.

    2014/15 წლებიდან მოყოლებული, "ბარსელონაში" გადმოსული 22 ფეხბურთელიდან ნახევარზე მეტმა, თორმეტმა, კატალონიური კლუბი უკვე დატოვა.

    ყველაზე წარმატებულ სატრანსფერო ფანჯრად მაინც 2014/15 წლების ზაფხული უნდა დასახელდეს. გუნდმა ლუის სუარესი, ტერ შტეგენი, ივან რაკიტიჩი, ტომას ვერმალენი, ჟერემი მატიე, კლაუდიო ბრავო და დუგლას პერეირა შეიძინა. აქედან პირველი ოთხი გუნდში კვლავ ირიცხება, პირველი სამეული კი სასტარტო შემადგენლობის წევრია.

    2015/16 წლების სეზონში "ბარსელონამ" მხოლოდ არდა თურანი და ალეიშ ვიდალი დაიმატა. მათგან ვერცერთმა გაამართლა და გასაკვირი არაა, რომ მათ გუნდი დატოვეს.

    2016/17 წლების სეზონში დამატებული ტრანსფერებიდან სამუელ უმტიტი, იასპერ სილესენი და დენის სუარესი კვლავ "ბარსელონაში" არიან. რაც შეეხებათ ლუკა დინს, ანდრე გომეშსა და პაკო ალკასერს, მათ კატალონიური კლუბი დატოვეს.

    2017/18 წლების სეზონში "ბარსამ" ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე, ნელსონ სემედუ, პაულინიო, ჟერარ დეულოფეუ, იერი მინა და მარლონი დაიმატა. გუნდში ამჟამად მხოლოდ პირველი სამი მათგანი ირიცხება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    მასტერსპორტა
    მასტერსპორტა სტუმარი [?]

    29 აგვისტო 2018 17:02

    ციტატა: Fenando torrres
    ხო არ იცით ინტერნეტში სილქ სპორტ 1 სილქ სპორტ 2 როგორ უყრო

    ჯერ სილქნეტის ტელებიზია უნდა შემოიყვანო შენს საცოხრებელ ფართში და მერე ისინი გაჩვენებენ
    ისე უფასოდა არაა მხოლოდ სილქის სპორტული პაკეტიდან სილქ უნივერსალი არის უფასო დანარჩენი ფასიანია

    0
    გასულია
    emzari გულშემატკივარი [?]

    29 აგვისტო 2018 14:42

    ესენი ლუის ენრიკეს გადმოყვანილები არიან და მაგას კიდე გემოვნება არ ჰქონია, სირების ბანდა სეკრიბა.

    0
    Jose saramagooo
    Jose saramagooo სტუმარი [?]

    29 აგვისტო 2018 13:54

    ციტატა: mambito777
    დიდი იმედი მაქვს რომ წლევანდელი ტრანსფერები გაამართლებს და ტრიპლეტს მოვიგებთ.

    2015 წლის მერე მაგას გავიძახით მარა ხან ტოტალიზატორს თამაშობენ ხან კიდე სირბილი ეზარებათ და საბოლოოოდ ის გუნდი იგებს ლიგას ვისაც ვახოხიალებთ სულ :(((

    2
    Fenando torrres
    Fenando torrres სტუმარი [?]

    29 აგვისტო 2018 13:35

    ხო არ იცით ინტერნეტში სილქ სპორტ 1 სილქ სპორტ 2 როგორ უყრო

    0
    mambito777
    mambito777 სტუმარი [?]

    29 აგვისტო 2018 13:29

    დიდი იმედი მაქვს რომ წლევანდელი ტრანსფერები გაამართლებს და ტრიპლეტს მოვიგებთ.

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge