ვინ შეცვლის ივან რაკიტიჩს?

"ბარსელონამ" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ივან რაკიტიჩის შემცვლელად, რომლითაც აქტიურადაა დაინტერესებული ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", 4 კანდიდატი შეარჩია.
ბოლო დროს რაკიტიჩის "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა კატალონიურ გრანდს 30 წლის ნახევარმცველთან მოლაპარაკებების ნებართვა სთხოვა და ფეხბურთელში 90 მილიონი ევრო შესთავაზა.
Sport-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ხორვატი შუახაზელი "ბარსელონას" დატოვებს, კატალონიელები მზად იქნებიან ფრენკი დე იონგის, ადრიან რაბიოს, დანი პარეხოს ან ანდერ ერერას შეძენას შეეცადონ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]