მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: თერთმეტმეტრიანი იყო
"სევილიასთან" ესპანეთის სუპერ თასზე გამართული მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, თამაშის შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა.
თამაშის 91-ე წუთზე, გერმანელმა მეკარემ ყოფილი თანაგუნდელი ალეიშ ვიდალი წააქცია და არბიტრს პენალტის დანიშვნის მიზეზი მისცა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი თავად მოიგერია, ანგარიში 2:1 შეინარჩუნა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
"ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი იყო, მაგარმ არ მინდოდა გამარჯვება ხელიდან გაგვეშვა. ტიტულის მოგებით ბედნიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ტიტულების მოგებაა და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს." - ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Cope.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]