რაფინია: მინდა, რომ ტიაგო "ბარსელონაში" დაბრუნდეს

რაფინია: მინდა, რომ ტიაგო "ბარსელონაში" დაბრუნდეს

"ბარსელონას" ნახევარმცველს, რაფინია ალკანტარას იმედი აქვს, რომ მისი ძმა, "ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.

ტიაგო, ისევე, როგორც რაფინია, "ბარსელონას" აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2009-2013 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც 27 წლის ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნს" შუერთდა.

"მინდა, რომ ტიაგომ კვლავ "ბარსელონაში" ითამაშოს. ის შესანიშნავად ერგება "ბარსას" სტილს და კარგად იცნობს ბევრ ფეხბურთელს.

ჩემი მომავალი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ბევრს საუბრობენ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა აქ ან სადმე სხვაგან." - ციტირებს რაფინიას სიტყვებს Football Espana.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტიაგოს კატალონიურ გრანდში დაბრუნება უნდა, მაგრამ გერმანელები მასში 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    M10 S9 C 14 D11 R 10
    სტუმარი [?]
    #3 31 ივლისი 2018 22:12
    0
    au exla tiago daabrunon dzalian minda da kide lozano moikvanon
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 31 ივლისი 2018 16:24
    0
    მეც მინდა ტიაგოს დაბრუნება და მოვა იმედია
    fenando torres
    სტუმარი [?]
    #1 31 ივლისი 2018 14:18
    0
    70 milioni girs arcise bevria da albat sheleba amis yidva