ჩავის მამა: ჩემი შვილი "ბარსელონას" გაწვრთნაზე ოცნებობს

ჩავის მამა: ჩემი შვილი "ბარსელონას" გაწვრთნაზე ოცნებობს

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის მამამ, ჟოაკიმ ერნანდესმა დაადასტურა, რომ მისი შვილის ოცნება კატალონიური გრანდის გაწვრთნაა. 

"ჩავის ოცნებაა, ერთ დღეს "ბარსელონას" მწვრთნელი გახდეს, მაგრამ სიჩქარე ჯერ საჭირო არ არის. მას ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ სიამოვნებს და უახლოეს მომავალში კარიერის დასრულებას არ აპირებს". 

ერნანდესმა "ბარსას" ახალწვეულ არტურზეც ისაუბრა. 

"ახალ ფეხბურთელებს ხშირად ნაჩქარევად ვაფასებთ. არტური შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც ყველას, ადაპტაციის გავლა სჭირდება. მან დიდი თავდადება უნდა გამოიჩინოს და ვარჯიშს დიდი დრო დაუთმოს. 

შეძენილ და აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ამიტომ, არტურმა "ბარსას" სტილი რაც შეიძლება მალე უნდა აითვისოს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 31 ივლისი 2018 12:33
    0
    ციტატა: Serenity.
    ციტატა: რაღაცნაირი
    მეგობრებო წინაზე სად უყურეთ ბარსელონას მატჩს? წინასწარ მინდა გავარკვიო რომ მერე დრო არ დავკარგო.

    დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაგუგლე და იპოვი ლინკებს

    ცუდი ინტერნეტი მაქვს და რისკია ეგ. სულ მიგვიანდებოდა ხოლმე მასე როცა ვაკეთებდი.
    Culé [?]
    #3 31 ივლისი 2018 12:08
    0
    ციტატა: რაღაცნაირი
    მეგობრებო წინაზე სად უყურეთ ბარსელონას მატჩს? წინასწარ მინდა გავარკვიო რომ მერე დრო არ დავკარგო.

    დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაგუგლე და იპოვი ლინკებს
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 31 ივლისი 2018 12:04
    0
    არტური კარგად ითამაშებს ბარსაში მაგარი მონდომებული ჩანს.აი ყველა იძახით არტური ჩავის გავსო და მე პუიგი მაგონებს ინიესტას და ვინ იცის იქნებ ახლო მომავალში ხავიესტა დაბრუნდეს
    Culé [?]
    #1 31 ივლისი 2018 11:48
    0
    მეგობრებო წინაზე სად უყურეთ ბარსელონას მატჩს? წინასწარ მინდა გავარკვიო რომ მერე დრო არ დავკარგო.