ანდრეს ინიესტას დებიუტი ახალ გუნდში

ანდრეს ინიესტას დებიუტი ახალ გუნდში

"ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, ახალი გუნდის, იაპონური "ვისელ კობეს" მაისურით სადებიუტო თამაში ჩაატარა.

დღეს, "ვისელ კობე", იაპონიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, "შონან ბელმარს" მასპინძლობდა. შეხვედრის 59-ე წუთზე, როდესაც მასპინძელი გუნდი 0:2 აგებდა, მოედანზე ანდრეს ინიესტა გამოჩნდა. ეს 34 წლის ფეხბურთელის კარიერაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან "ბარსელონას" გარდა სხვა კლუბის მაისურით ითამაშა.

"ვისელ კობემ" შეხვედრა 0:3 წააგო, მაგრამ თამაშის შემდეგ ფეხბურთელები მაინც ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რადგან მათ გუნდში ანდრეს ინიესტა გამოჩნდა.

ინიესტას გამოჩენამ იმოქმედა გულშემატკივრების რაოდენობაზეც. მას შემდეგ, რაც "ვისელ კობეს" მთავარმა მწვრთნელმა, ტაკაიუკი ტოშიდამ დაადასტურა, რომ ინიესტას დებიუტი დღევანდელ მატჩში შედგებოდა, NOEVIR Stadium Kobe-ზე ანშლაგი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 22 ივლისი 2018 23:31
    0
    ვაი გული
    ანი
    სტუმარი [?]
    #2 22 ივლისი 2018 17:15
    0
    ჩემიი ინიესტა !! heart_eyes kissing_closed_eyes heart_eyes
    Culé [?]
    #1 22 ივლისი 2018 16:58
    0
    მარსიალზე რატო არ ჩალიჩობენ ისე/ ძალიან დიდი პიტენციალია მაგ იგროკში და მალევე გამოავლენდა ბარსაში , უბრალოდ არავის გახსენებია მგონი.დ ვილიანის ყიდვას მაგაზე იჩალიჩონ მგონი უკეთესი იქნებოდა