თამაშებით დატვირთული 21 დღე

თამაშებით დატვირთული 21 დღე

სანაკრებო შეხვედრებთან დაკავშირებით გამოცხადებული შესვენების შემდეგ "ბარსელონას” ფეხბურთელებს 21 დღის განმავლობაში 7 თამაშის ჩატარება უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები საშუალოდ ყოველ 3 დღეში 1 თამაშს ჩაატარებენ.

20 ოქტომბერს "ბარსელონას” რთული მატჩი ელის "ვილიარეალთან” გასვლაზე. 23 ოქტომბერს კატალონიელები შოტლანდიაში გაემგზავრებიან და გლაზგოს "რეინჯერსს” ჩემპიონთა ლიგაზე ურთულეს მატჩში გაეჯიბრებიან, რის შემდეგაც კვირის ბოლოს საკუთარ მოედანზე "ალმერიას” უმასპინძლებენ.

31 ოქტომბერს რაიკაარდის შეგირდები "ვალიადოლიდს” შეხვდებიან გასვლაზე, 4 ნოემბერს კი საკუთარ მოედანზე "ბეტისს” უმასპინძლებენ.

მატჩების მარათონი 7 ნოემბერს გაგრძელდება, როდესაც "ბარსელონა” საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "რეინჯერსს” უმასპინძლებს, ხოლო 11 ნოემბერს კატალონიელები "ხეტაფეს” უმასპინძლებენ.

მჭიდრო კალენდარი ამ სეზონში ბარსასთვის უცხო არ არის, კატალონიელებმა 16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით 6 მატჩი გამართეს და მიუხედავად დამღლელი და რთული თამაშებისა, მათ მწვრთნელის მიერ დასახულ ამოცანებს თავი შესანიშნავად გაართვეს და ექვსივე შეხვედრა მოიგეს, რის შემდეგაც ესპანეთის ჩემპიონატზე მეორე, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილზე იმყოფებიან.

უახლოესი 7 მატჩი:

20-10-2007: ვილიარეალი-ბარსელონა
23-10-2007: რეინჯრესი-ბარსელონა
28-10-2007: ბარსელონა-ალმერია

31-10-2007: ვალიადოლიდი-ბარსელონა
04-11-2007: ბარსელონა-ბეტისი
07-11-2007: ბარსელონა-რეინჯერსი

11-11-2007: ხეტაფე-ბარსელონა

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.