Daily Mail: "ბარსელონა" ვილიანის შეძენას ცდილობდა

  • 29-06-2018, 18:13
  • Daily Mail: "ბარსელონა" ვილიანის შეძენას ცდილობდა

    ინგლისური გამოცემა Daily Mail საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ბარსელონა" "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველით, ვილიანით ინტერესდებოდა, მაგრამ მისი შეძენა ვერ მოახერხა.

    ვილიანი "ჩელსის" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 55 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

    ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის 56 მილიონ ევროდ შეძენას შეეცადა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან "ჩელსი" ერთ-ერთ ლიდერთან განშორებას არ აპირებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    philippe couthino
    philippe couthino სტუმარი [?]

    29 ივნისი 2018 23:25

    რათ გვინდა ვილიანი 29 წლის არის

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    29 ივნისი 2018 19:04

    ეს კოუმდე იყო. კოუს ალტერნატივად განიხილებოდა.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge