ურუგვაიმ საუდის არაბეთი სუარესის გოლით დაამარცხა [ვიდეო]
![ურუგვაიმ საუდის არაბეთი სუარესის გოლით დაამარცხა [ვიდეო] ურუგვაიმ საუდის არაბეთი სუარესის გოლით დაამარცხა [ვიდეო]](/uploads/posts/2018-06/1529515283_b.jpg)
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, ურუგვაის ნაკრებმა საუდის არაბეთი დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი "ბარსელონას" ფორვარდმა, ლუის სუარესმა, 23-ე წუთზე გაიტანა.
შედეგად, სამხრეთ ამერიკელებმა 6 ქულა დააგროვეს და 1/8 ფინალის საგზური გაინაღდეს, ისევე როგორც რუსებმა, რომლებმაც ეგვიპტის ნაკრებს მოუგეს. მესამე ტურში A ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა გაირკვევა, იქამდე კი დანარჩენი გუნდები ითამაშებენ.
22 საათზე ესპანეთის და ირანის ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას "ბარსელონას" 4 ფეხბურთელი მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]