Don Balon: გრიზმანის ალტერნატივა მოჰამედ სალაჰია

Don Balon: გრიზმანის ალტერნატივა მოჰამედ სალაჰია

მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი, ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება. თუმცა, თუ კატალონიელებმა ამ ზაფხულში მისი დამატება ვერ შეძლეს, მოჰამედ სალაჰის შეძენას ეცდებიან. ამ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, "ლივერპული" მის სანაცვლოდ, სულ მცირე, 200 მილიონ ევროს მოითხოვს. ეგვიპტელმა თავი განსაკუთრებით მხოლოდ გასულ სეზონში გამოიჩინა, რაც ამ თანხას გადაჭარბებულს ხდის, მაგრამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვით თუ ვიმსჯელებთ, სალაჰი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) იყო. 

მოჰამედმა ყველა ტურნირზე თავი 44 გოლით გამოიჩინა, პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და "ლივერპულის" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლაში დიდი წვლილი შეიტანა, იქ კი ტრავმა მიიღო და გუნდს ბოლომდე ვეღარ დაეხმარა. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Dato112
    სტუმარი [?]
    #2 12 ივნისი 2018 01:36
    0
    au naklebad mgonia magram eg ise mevaseba neta grizis transferi chaichalos
    სერხი რობერტო
    სტუმარი [?]
    #1 11 ივნისი 2018 23:14
    0
    ეს დოღის ცხენი რა ჭირად გვინდა წადი მოაშორეთ აქედან