"ბარსელონასა" და "რეალის" კიდევ ერთი დაპირისპირება - ბრაზილიურ ფრონტზე

  • 6-06-2018, 15:26
  • "ბარსელონასა" და "რეალის" კიდევ ერთი დაპირისპირება - ბრაზილიურ ფრონტზე

    "ბარსელონა" რომ "სანტოსის" 17 წლის ამომავალი ვარსკვლავის, როდრიგოს შეძენითაა დაინტერესებული, ეს საიდუმლო არავისთვისაა. ამას ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტიც ადასტურებს.

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალიც" ჩაერთო, რომელიც მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ბარსელონა" კი, ჯერჯერობით, მხოლოდ 30 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა.

    როდრიგო "სანტოსის" პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ჩატარებულ 29 შეხვედრაში მან 9 გოლი გაიტანა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Guro messi
    Guro messi სტუმარი [?]

    7 ივნისი 2018 11:53

    არვიცი საერთოდ ვინაა.თუ მართლა ტალანტია მოიყვანონ მაგრამ ამდენი ფული წყალში არ ჩაგვეყაროს

    0
    ძველი ბარსელონელი
    ძველი ბარსელონელი სტუმარი [?]

    7 ივნისი 2018 01:59

    რასაც ვუყურე ვერაფერი ტალანტი ეს ვერაა, გვეღადავებიან მემგონი, აიაქსის მართლა ტალანტები ამის ასაკისები დაფრინავენ დე იონგი იქით ნერესი აქერ კლუივერტი, ეს კიდე ბრაზილის ჩემპიონატში ვერც ფაფხურობს ამაში ტალანტის დამნახავს რატოაქ პრეტენზია რანეზე არვიცი

    0
    mambito777
    mambito777 სტუმარი [?]

    6 ივნისი 2018 15:46

    ეს 100% უნდა დავითრიოთ, ბარსას მომავალია

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge