ოფიციალურად: ახალი სეზონისთვის მზადება 16 ივლისს დაიწყება

ოფიციალურად: ახალი სეზონისთვის მზადება 16 ივლისს დაიწყება

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა", 2018/19 წლების სეზონისთვის მზადებას 16 ივლისს დაიწყებს.

შეკრებიდან 8 დღეში, 24 ივლისს, კატალონიელთა პირველი გუნდი აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქალაქ ბივერტონში, Nike-ს სათავო ოფისისკენ აიღებს გეზს, სადაც მომდევნო სამ დღეს დაჰყოფს. შემდეგ იქნება ამერიკული ტურნე და საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "ტოტენჰემთან", "რომასთან" და "მილანთან" გასამართი ამხანაგური მატჩები.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 14 ივნისს იწყება, 15 ივლისს მთავრდება და ბუნებრივია, "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე 16 ივლის ის ფეხბურთელები გამოცხადდებიან, რომლებიც ამ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.