კარლეს ალენიამ ტრავმა მიიღო და სეზონის დასაწყისამდე იუქმებს

კარლეს ალენიამ ტრავმა მიიღო და სეზონის დასაწყისამდე იუქმებს

Marca "ბარსელონასთვის" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ ტრავმა მიიღო. მას მუხლთან მყესი გაუწყდა და ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ამას უახლოეს დღეებში ფინელი ექიმი, საკარი ორავა გააკეთებს. 

ეს იმის ანალოგიური ტრავმაა, რომელიც უსმან დემბელემ სეზონის დასაწყისში მიიღო და ალენიასაც რამდენიმე თვე გაუცდება. სავარაუდოდ, ის მოედანზე დაბრუნებას ახალი სეზონის დასაწყისისთვის შეძლებს. 

კარლესი "ბარსა ბ"-დან ძირითად გუნდში დაწინაურების მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ ამ ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, ეს დაგეგმილზე უფრო გვიან მოხდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    bembele
    სტუმარი [?]
    #1 4 ივნისი 2018 21:02
    0
    მარკა თუ ავრცელებს დიდი ალბათობით ტყუილიააა