ტრამვირებულების ვარჯიში

ტრამვირებულების ვარჯიში

მიუხედავად სანაკრებო ბატალიებისა, კლუბში მუშაობა მაინც არ წყდება. გუშინ მორიგი ვარჯიში გამართეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინეს, ან ისევ მკურნალობენ.

ტურემ და ძამბროტამ "ლა მასიაზე” ივარჯიშეს, ხოლო ეტო’ო, ედმილსონი, მარკესი და კროსასი სპორტდარბაზში ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი.

ტურე და ძამბროტა
ტურე და ძამბროტა "ლა მასიაზე” ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. თუ ტურე მოედანზე მოლოდ ძუნძულით შემოიფარგლა, ძამბროტას მწვრთნელებმა დიდ დისტანციაზე სირბილის უფლებაც მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოჯანმრთელება სწრაფად მიმდინარეობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.