არიედო ბრაიდა: რაფინიას შეუძლია "ინტერში" დარჩეს

  • 22-05-2018, 19:23
  • არიედო ბრაიდა: რაფინიას შეუძლია "ინტერში" დარჩეს

    "ბარსელონას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა მილანის "ინტერში" განათხოვრებული რაფინია ალკანტარას მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

    მას შემდეგ, რაც "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მილანელებს "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება გაუჩნდათ, მაგრამ "ნერაძურის" ამ თანხის გადახდა არ სურს.

    "მას შეუძლია "ინტერში" დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. მისით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.

    რაფინია შესანიშნავი ბიჭი და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის "ინტერს" გამოადგებოდა.

    გარიგების დასასრულებლად გარკვეული დროა საჭირო." - ციტირებს ბრაიდას სიტყვებს Football Italia.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    emzari გულშემატკივარი [?]

    26 მაისი 2018 13:22

    ოღონდ ბარსაში ნუ დააბრუნებენ და სადაც უნდა იქ წასულა

    0
    Guro messi
    Guro messi სტუმარი [?]

    24 მაისი 2018 16:58

    წარმატებები რაფინიას.ინტერის კარგია რომ მოხვდა ლიგაზე

    0
    Lionel Messi - Pure Magic
    Lionel Messi - Pure Magic სტუმარი [?]

    22 მაისი 2018 20:37

    ეს კიდე ცოცხალია?

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    22 მაისი 2018 20:32

    მეც იინტერში დარჩენას მივიქვამ უკეთეს ვარიანტად

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV