"ბარსა ბ" გაცოცხლდა [VIDEO]

"ბარსა ბ" გაცოცხლდა [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთს მე-2 დივიზიონის შეხვედრა, რომელშიც "ბარსა ბ"-მ "კადისი" 3:1 დაამარცხა.

კატალონიელთა სარეზერვო გუნდი, ზედიზედ 7 წაგების შემდეგ, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ახალგაზრდა ბარსელონელებს, თითქოს, არც მთავარი მწვრთნელის შეცვლამ უშველა - პიმიენტამ პირველი 2 შეხვედრა მშრალად წააგო. თუმცა, "ბარსა ბ"-მ ჯერ 39-ე ტურში, ლიდერთა შორის მყოფი "ხიხონი" სტუმრად 3:2 დაამარცხა, დღეს კი, ასევე პრიმერაში გადასვლითვის მებრძოლ "კადისს" 3:1 სძლია.

"ბარსა ბ"-მ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. მე-16 და 26-ე წუთებზე დუბლი მარკ კარდონამ შეასრულა, 45-ე წუთზე კი, მატია ნაუელმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. სტუმრებმა 89-ე წუთზე ერთ ბურთის გაქვითვაღა მოახერხეს.

სეგუნდას დასრულებამდე 2 ტურით ადრე, "ბარსა ბ", 43 ქულით, მე-19 ადგილზეა. ლიგაში დამრჩენ მე-18 ადგილზე მყოფ "ლეონესას" გუნდი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

27 მაისს "ბარსელონა ბ" თითქმის უმოტივაციო "ალბასეტეს" ესტუმრება, 3 ივნისს კი, "სარაგოსას" მასპინძლობს, რომელიც, ამჟამად, პრიმერაში გადასვლისთვის იბრძვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Forever cule 10
    სტუმარი [?]
    #9 20 მაისი 2018 21:20
    0
    მაინც არის საშიშროება რომ გავარდნენ
    [?]
    #8 20 მაისი 2018 21:17
    0
    ციტატა: Messi.jordan.federer..
    Saghol bidzia tqven .dddd kadizi namdvilad ar aris xelwamosakravi gundi. Wina turshi xixontanac fre.liderebtan 4 qyla aighes.
    Mark kardonam ranairad sheasrula penali.deda ra iyo es?ddddd

    ხიხონთან ფრე კი არა ბურთი თავზე დაახიეს და მოუგეს 3-2. მაგას არ ვამბობ? ლიდერებს ყველას აართვეს ქულები და გასავარდნი ზონის გუნდებთან სახლში აგეს. დღეს კარდონას საღოლ. მაგრად ითამაშა. ალენია როგორც ჩანს პირველი გუნდის განაცხადშია და არ იყო. ეს მატიას ნაუელი მაოცებს რაც მოვიდა. მგონი დემბელეზე ნაკლები ტალანტი არაა რეკლამა არ აქვს მარტო. უნდა გამოისწყიდონ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 20 მაისი 2018 18:32
    0
    ლამასიის ცუდ მუშაიბაზე ეს ფაქტიც მეტყველებს სხვას რომ თავი დავანებოთ
    ფანი [?]
    #6 20 მაისი 2018 17:54
    0
    კუკურელია,პუჩი,პალენსია,ალენია,პერესი,ორიოლი,ნაჰუელი,რუისი ,მირანდა,ფალი,მაკგუანი ეს ბიჭები იმსახურებენ ნელნელა პირველ გუნდში დაწინაურებას.ბარსა ბ-მ რომ დაასრულოს ლა ლიგა 2 მომავალ წელს პირველ ადგილას კოპაზე მაინც ვერ ითამაშებენ?
    bembele
    სტუმარი [?]
    #5 20 მაისი 2018 17:08
    0
    ესენი რო დარჩნენ სეგუდაში ბევრს აგვახევენ ძაან ბევრი წავაა გუნდიდანნ
    Culé [?]
    #4 20 მაისი 2018 17:06
    0
    სარაგოსა გადაუვლით და ძაან კაიც იქნება აპუნაშვილი თამაშობს და მაგის ლა ლიგაში ნახვა მინდაა!!!!
    Ikks
    სტუმარი [?]
    #3 20 მაისი 2018 16:57
    0
    ეს 9 ნომერი აქ ჩანდა კარგი თუ ასეთია სულ? ))) რაღაც ეფექტური ბიჭი ჩანს სწრაფი და ტექნიკური
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 20 მაისი 2018 16:54
    0
    მიდით ბიჭებო უნდა დარჩეთ სეგუნდაში
    bembele
    სტუმარი [?]
    #1 20 მაისი 2018 16:14
    0
    ბავაი ლომებო კარდონა მევასება მაგრადდ