დღე, როდესაც "ბარსელონამ" ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოიგო [VIDEO]

დღე, როდესაც "ბარსელონამ" ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოიგო [VIDEO]

დღეს, 20 მაისს, ზუსტად 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.

კატალონიური კლუბი ჩემპიონთა თასის ფინალში 1961 და 1986 წლებში იყო გასული, მაგრამ ჯერ "ბენფიკასთან", შემდეგ კი "სტიაუასთან" დამარცხდა.

1992 წელს, "სამპდორიასთან" გამართული ფინალური დაპირისპირების ძირითადი დრო, 1986 წლის ფინალის მსგავსად, უგოლოდ დასრულდა და ამჯერადაც საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიდიოდა, მაგრამ მეორე დამატებითი ტაიმის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, რონალდ კუმანმა საფირმო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და "ბარსელონა" ჩემპიონი გახდა.

მას შემდეგ, კატალონიელებმა თასი კიდევ 4-ჯერ მოიგეს: 2006, 2009, 2011 და 2015 წლებში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 20 მაისი 2018 16:53
    0
    ტრებლს დავდებთ 2018-2019სეზონში
    Culé [?]
    #3 20 მაისი 2018 15:37
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    მომავალ სეზონში ლიგა უნა დავდოთ აუცილებლად

    როგორც წყალი ისე გვჭირდება.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 20 მაისი 2018 13:41
    0
    მეორე სეზონს ჩვენი იქნება კვლავ
    gio tediashvili
    სტუმარი [?]
    #1 20 მაისი 2018 12:55
    0
    ისტორიული დღე <3