"ალმერია" 0:8 "ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები
მოგეხსენებათ გუშინ "ბარსამ", "ალმერია" ანგარიშით 0–8 გაანადგურა. ასეთი შედეგი გასვლით შეხვედრებში "ბარსას" 1959 წლიდან არ ქონია...
- გუშინ "ბარსამ" სეზონის სტარტიდან ზედიზედ მეექვსე გასვლითი შეხვედრა მოიგო. "ლა ლიგაში" ასეთი შედეგით მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის "რეალს" (1991) შეუძლია იამაყოს.
- ლეო მესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მას "ლა ლიგაში" უკვე 101–ჯერ აქვს მეტოქის კარი დალაშქრული. მან გუშინ თავისი კარიერაში მეშვიდე ჰეთ–თრიკი შეასრულა.
- "ბარსას" ფეხბურთელებიდან, "ლა ლიგაში" ლეოზე მეტჯერ მხოლოდ სეზარს (195), კუბალასა (108) და ეტო'ოს (108) აქვთ გატანილი.
- მესი უკვე ზედიზედ მერვე თამაშია, რაც გოლის გატანას ახერხებს.
- ამ სეზონში, "ლა ლიგაში" ბოიან კრკიჩმა პირველად შეძლო გოლის გატანა. ბოლოს მან გოლი წინა წლის 37–ე ტურში გაიტანა.
- ანდრეუ ფონტასი პირველად მოხვდა სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ ეს არ იყო მისი დებიუტი, რადგანაც მას ნათამაშები აქვს ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა მცველმა მხოლოდ ბოლო წუთებზე ითამაშა.
- დავიდ ვილიამ და დანი ალვესმა გუშინ ლიგის 250–ე მატჩი ჩაატარეს.
- "ბარსა" ლიგაში გამარჯვებას ზედიზედ მეექვსე მატჩია, რაც ახერხებს.
- 10 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი პეპ გვარდიოლასთვის საუკეთესო სტარტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]