ანდრეს ინიესტა: ჩემს გადაწყვეტილებას 10 დღეში გავაჟღერებ

"ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა თავის მომავალთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.
"როდის გავამხელ ჩემს ახალ კლუბს? "ბარსელონას" ერთგული ვარ. ამას სეზონის დასრულების შემდეგ გავაკეთებ.
მომდევნო 10 დღის განმავლობაში დავფიქრდები და გადაწყვეტილებას გავასაჯაროვებ.
"ბარსელონას" დატოვება ძალიან რთულია. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია.
ფინანსურად ბევრი მომგებიანი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ფული მთავარი არაა, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მსურს, რასაც აქამდე აქ ვაკეთებდი." - აცხადებს ინიესტა, რომელსაც ჩინურ, იაპონურ და ავსტრალიურ გუნდებს უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]