"ბარსელონა" ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის ჟორჟინიოს შეძენას ეცდება

Sky Sports-ზე დაყრდნობით, კატალონიური Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსელონა" ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის "ნაპოლის" მოთამაშის, ჟორჟინიოს დამატებას ეცდება.
წარმოშობით ბრაზილიელი, 26 წლის ფეხბურთელი, რომელიიც იტალიის ნაკრებში თამაშობს, ნეაპოლიტანური გუნდის წევრი 2014 წელია. ჟორჟინიოს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და, სავარაუდოდ, იტალიელები მის გაშვებას 40 მილიონის სანაცვლოდ დათანხმდებიან.
ჟორჟინიომ მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "ბარსელონას" გარდა, მას "მანჩესტერ სიტიც" აკვირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]