სუპერ თასის თარიღები ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა, თუ როდის ჩაატარებს "ბარსელონა" ესპანეთის სუპერ თასის მატჩებს.
კატალონიელები პირველ შეხვედრას, სტუმრად, 11 აგვისტოს გამართავენ, 3 დღის შემდეგ, 14 აგვისტოს კი, შინ ითამაშებენ.
იმის გამო, რომ "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო და ქვეყნის თასიც, სუპერ თასზე კატალონიელთა მეტოქე თასის ფინალში დამარცხებული "სევილია" იქნება. ვინაიდან "ბარსა" ესპანური დუბლის მოგებას დაეჩვია, კატალონიელებისთვის ეს სიახლე არ იქნება.
სუპერ თასის განმეორებითი თამაშიდან 4 დღეში, 18 აგვისტოს, სტარტს ესპანეთის ჩემპიონატიც აიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]