ინიესტა: ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ვითამაშო
"ბარსელონას" კაპიტანი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად არ აქვს, მაგრამ მაინც სურს, ითამაშოს.
"კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ყველა დარჩენილ თამაშში მივიღო მონაწილეობა.
"კლასიკოში" თამაშით სიამოვნება მივიღე. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, მაგრამ ეს ყოველთვის ასეა. შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდა.
შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაშის ნახევრის განმავლობაში მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით და წაგება თავიდან ავიცილეთ. ახლა ლა ლიგის სეზონის დაუმარცხებლად დასრულების უფრო დიდი შანსი გვაქვს". - ამბობს ინიესტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]