ვარჯიში “ლა მასიაზე”

ვარჯიში “ლა მასიაზე”

გუშინ დილით "ლა მასიაზე” ოლეგერმა, ძამბროტამ და ტურემ ივარჯიშეს. ეს ფეხბურთელები პირველი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდნენ.

თავდაპირველად სამეული სპორტულ ცენტრში ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი ტურე და ძამბროტა "ლა მასიაზე” გამოჩდნენ, სადაც განაგრძეს აღდგენითი პროცესი, ხოლო ამ დროს ოლეგერი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა. კატალონიელ მცველს ბოლო მატჩებში დიდი დატვირთვის გადატანა მოუწია, რადგან მას თამაში უწევდა როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზეც, ამიტომ ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი სპორტდარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

მარკესი
კამპ ნოუზე” სავარჯიშოდ გამოჩნდა რაფაელ მარკესი, რომელიც "შტუტგარტთან” მიღებული ტრამვის შემდეგ გამოჯანმრთელდა და განცალკევებით ასრულებს ფიზიკურ დავალებებს.

ედმილსონი და ეტო’ო
ასევე ივარჯიშეს ჟოზე ედმილსონმა და სამუელ ეტო’ომ, რომლებიც აღდგენით პროცესს გადიან და ჯერჯერობით მხოლოდ სპორტდარბაზში ვარჯიშობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.