რეკორდული მოგება
"ბარსელონამ" გუშინ "ალმერია" 8-0 გაანადგურა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მატჩი გასვლაზე, გუნდის ისტორიაში. "ბლაუგრანამ" ასევე მოიგო 8-0 ადრე ჰელენიო ჰერერას თავკაცობით 1959 წელს.
ასეთი რეკორდული ანგარიშით მატჩის მოგება "ლას პალმას"-თან 1959/60 წლის სეზონებში მოხვდა. ამის შემდეგ რეკორდი "ბარსამ" ისევ გაიმეორა, მაგრამ უკვე პეპ გვარდიოლას ხანაში. იმას კი არავინ არ იფიქრებდა, რომ ეს რეკორდი კიდევ ერთხელ განმეორდებოდა. ამ მატჩში გოლები მესიმ(3), ბოიანმა(2), პედრომ და ინიესტამ გაიტანეს.
1959 წლის 25 ოქტომბერი, სეზონის მეშვიდე მატჩი იყო, "ბარსა" "ლას პალმასი" უხეშად, რომ ვთქვათ გაანადგურა. ამ მატჩში გოლები გაიტანეს: სუარესმა(3), ევარსიტომ(2), ეულოხიო მარტინესმა, გენსანამ და ვილავერდემ. იმ დროისთვის გუნდის თავკაცი ჰელენიო ჰერერა იყო და მათ მოიგეს რიგით მეორედ, ლიგის ტიტული.

ეს არის უდიდესი მოგება პეპ გვარდიოლას ერაში. "ბარსელონას" 8 გოლი ერთ მატჩში 2003 წლის 15 ოქტომბრიდან არ ქონდა გატანილი, შემდეგ კი "მატადორ პუჩოვთან" მოახერხა და 8 გოლი გაიტანა. მანამდე "ბლაუგრანას" ეს "სიცელქე" "ლოგრონესმა" 1996/97 წლის სეზონებში იგემა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]