ლიონელ მესი: ცუდია, როცა გუნდის სიმბოლოები კლუბიდან მიდიან

  • 30-04-2018, 07:58
  • ლიონელ მესი: ცუდია, როცა გუნდის სიმბოლოები კლუბიდან მიდიან

    "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, "დეპორტივოსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

    "ტიტულის მოპოვებას დიდი სიხარული მოაქვს. ვიცით, როგორი რთულია ესპანეთის ჩემპიონობა, ამიტომ მას ფასი არ უნდა დავუკარგოთ და შესაფერისად უნდა აღვნიშნოთ. 

    ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული იყო, მთავარ კონკურენტებს  აღვემატებოდით და არცერთი მატჩი არ წაგვიგია. 

    დუბლს განსაკუთრებით ინიესტა იმსახურებს. ცუდია, როცა კლუბის სიმბოლოები მიდიან, ცოტა ხნის წინ ეს ჩავიმ და მასკერანომ გააკეთეს, ახლა კი ინიესტამ. კარგი იქნებოდა, ის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით გაგვეცილებინა, მაგრამ ის მაინც კარგ სიტუაციაში მიდის". - განაცხადა მესიმ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    30 აპრილი 2018 15:53

    მესი და ინიესტა ჩემი საყვარელი ფეხბურთელები მათ გარესე ბარსას ყურება არ წარმომიდგენია

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    BCN_CHAMPION წევრი [?]

    30 აპრილი 2018 09:56

    ეჰ ტრიპლეტი დახატავდა ინიესტას გაცილებას

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge