"ბარსელონა" მარკოს ალონსოთი ინტერესდება

"ბარსელონა" მარკოს ალონსოთი ინტერესდება

"ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" მცველით, მარკოს ალონსოთი ინტერესდება, იტყობინება Goal.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ალონსოს ჟერარ პიკეს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. "ჩელსი", თავის მხრივ, ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს, რომლის კონტრაქტიც 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მზადაა "ბარსელონას" შეთავაზება უარყოს. 27 წლის ესპანელი მოთამაშე ლონდონურ კლუბში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილებაც აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ალონსო მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია.

მიმდინარე სეზონში, მარკოს ალონსომ ინგლისურ პრემიერ-ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 25 აპრილი 2018 22:06
    0
    მივესალმები ამის მოსვლას..ძალიან უყვარს შეტევებში ჩართვა და ვფიქრობ კარგად შეეწყობა ბარსას სტილს..დღეს ერთერთი საუკთესოა თავის პოზიციაზე..მე მაგალითად ალაბას მოსვლას ამის მოსვლა მირჩევნია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 აპრილი 2018 20:25
    0
    მე ეს არასდროს მინახავს დაცვის ცენტრში რა პიკეს შემცვლელად ხოარ აჟრიალებთ :)) მოიყვანონ დევრიხი ან ლანგლე..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 აპრილი 2018 18:20
    0
    მერე რა რო რეალის აღზრდილია, მამამისი ბარსაში თამაშობდა.
    yourego
    სტუმარი [?]
    #5 25 აპრილი 2018 16:11
    0
    კაი რა ყელში ამოვიდა ამდენი მცველი სკამზე ხო ყავს მინა ვერმაელენი სმედუ მარლონი დააბრუნოს დააწინაუროს ბარსა ბ დან კიდე ერთი მცველი და ეყოფა რაუბედურებაა ამდენი მცველი ყოლა გუნდში 5-4-1 აპირებს ესკაცი? მაგის მაგირვრად ორი კაი ნახევარმცველი იყიდოს არ ჯობია?
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 25 აპრილი 2018 15:59
    0
    კაი იქნება ამის მოყვანა მაგრამ ჩელში არ დათმობს
    zauri777
    სტუმარი [?]
    #3 25 აპრილი 2018 15:56
    0
    tu undat marcxena mcveli amas miliardjer mirchevnia alaba da aleqs sandro :)
    Gio Dybala
    სტუმარი [?]
    #2 25 აპრილი 2018 15:45
    0
    ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო და უფანტაზიო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 აპრილი 2018 15:11
    0
    არმინდა ეს
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★