ემანუელ პეტი: ვნანობ, რომ "არსენალი" "ბარსელონაში" გავცვალე

  • 20-04-2018, 20:15
  • WinGs
  • 2
ემანუელ პეტი: ვნანობ, რომ "არსენალი" "ბარსელონაში" გავცვალე

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი "ბარსელონაში" გატარებულ 2000/01 წლების სეზონს იხსენებს და ამბობს, რომ კლუბში ერთიანობის ნაკლებობის გამო მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. 

"ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ვნანობ, არის ის, რომ "არსენალი" "ბარსელონაში" გავცვალე. 

ამ გუნდის გასახდელში ერთიანობა არ იყო. გუნდი ჯგუფებად იყო დაყოფილი, კატალონიელებად, ჰოლანდიელებად და დანარჩენებად. როცა კლუბში პირველად მივედი, ფეხბურთელები არც კი მომსალმებიან". - აცხადებს პეტი. 

ის სეზონი "ბარსელონასთვის" ერთ-ერთი ყველაზე უნაყოფო იყო. კლუბი ლა ლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა, უეფას თასზე კი ნახევარფინალში გავიდა, ისევე როგორც კოპა დელ რეიზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 20 აპრილი 2018 21:51
    0
    ციტატა: Footballista
    Sastav ra mainteresebs . Fifa world cup 2018 . Naxevar finalebi rodisaa kalendari viyide da orive naxevar finali erti da igive drosaa 11/07/2018 22;00 da meorec 11/07/2018 22;00 da ra pontia ?

    Ar gaatarot pliz

    არა ბრატ შეცდომაა ახლა ვნახე 1 ნახევარფინალი 10 ივლისაა მეორე თერთმეტში 22-00-ზე
    Culé [?]
    #1 20 აპრილი 2018 20:34
    1
    ახლა უკვე გვიანია გვიანია
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი