რამონ მონჩი: "რომას" ჩამოწერა ჯერ ადრეა

"რომას" სპორტული დირექტორი, რამონ მონჩი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე საუბრობს, სადაც იტალიელების მეტოქე "ბარსელონა" იქნება.
"მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება. ეს არის პირველი, რაც "ბარსელონასთან" დაპირისპირებისას გაფიქრდება. კატალონიურ გრანდს ნახევარფინალის საგზურის მოპოვების ბევრად მეტი შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. არ უნდა დავივიწყოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" ლეო მესი ჰყავს.
ჩვენი დიდი ოცნების რეალობად ქცევა რთული იქნება, მაგრამ ზოგჯერ "რომას" წარმოუდგენელი შედეგის დაფიქსირება შეუძლია. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა, თუმცა ჩვენი ჩამოწერა ჯერ ადრეა."-ციტირებს მონჩის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]