ალვეშს საბოლოოდ შესთავაზეს

ალვეშს საბოლოოდ შესთავაზეს

გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" საბოლოდ შესთავაზა კონტრაქტზე ხელის მოწერა ბრაზილიელ მცველს, დანიელ ალვესს, იტყობინება კატალონიური სპორტული გაზეთი Sport. ალვეშს ამჟამინდელი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში ეწურება. კლუბს სურს, რომ ახალი, უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზოს დანი ალვესს. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბოლო ორი წლის წარმატებაში. კლუბმა ბრაზილიელს 2015 წლამდე შესთავაზა, კონტრაქტის გახანგრძლივება. ახლა ყველაფერი ალვეშზეა დამოკიდებული. ცნობისთვის მისი გადაბირება დიდი ხანია ლონდონის "ჩელსის" სურს. ალვეში "ბარსელონაში" 2008 წელს გადმოვიდა, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ბრაზილიელმა მცველმა უდიდესი წვლილი შეიტანა, კლუბის მიერ 8 ტიტულის მოგებაში. მას გუნდთან ერთად მოგებული აქვს: ჩემპიონთა ლიგა, 2–ჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი, 2–ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.