მაიერი ზაფხულში "შალკეს" დატოვებს
დიდი ალბათობით, "შალკეს" ნახევარმცველი, მაქს მაიერი ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდელმა ისაუბრა.
"მოცემულ მომენტში, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მაქსი ზაფხულში კლუბს დატოვებს. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მას არ მივმართავთ და თავის მხრივ, არც მაიერს სურს მოლაპარაკების გამართვა."-ამბობს ჰაიდელი.
შეგახსენებთ, რომ სხვა უამრავ ევროპულ კლუბთან ერთად, მაიერით "ბარსელონაა" დაინტერესებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]