ობამეიანგს "არსენალში" უსმან დემბელე უნდა

ობამეიანგს "არსენალში" უსმან დემბელე უნდა

"არსენალის" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის, უსმან დემბელეს შეძენა სთხოვა. ამ ინფორმაციას Tribalfootball ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ობამეიანგი ფრანგი თავდამსხმელით, რომელთან ერთადაც ის დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა, მოხიბლულია. ლონდონელების ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დემბელე "არსენალის" შემადგენლობას იდეალურად მოერგებოდა.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 20 წლის დემბელემ, რომელიც "ბარსელონას" ზაფხულში 105 მილიონ ევროდ შეუერთდა, კატალონიური გრანდი დატოვოს. მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დემბელეთი, "არსენალის" გარდა, "ლივერპული" და "ატლეტიკოც" ინტერესდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Zura88
    სტუმარი [?]
    #4 29 მარტი 2018 16:48
    0
    წესიერ გუნდში მაინც თქვი.მომე.ჯმა laughing
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 29 მარტი 2018 15:56
    0
    მიხიტარიანი ობამეიანგი ახლა დემბელე ნურიშაჰინი გუნდოგანი მწვრთნელი ტუხელი და ეგ არის.
    nelson semedo 2
    სტუმარი [?]
    #2 29 მარტი 2018 15:01
    0
    კიდე რა უნდა?
    NormanReedus
    სტუმარი [?]
    #1 29 მარტი 2018 15:00
    0
    ზმეიკიანი წაბლი არ უნდა ???