როგორ გადანაწილდება "ბარსელონას" კაპიტნების ოთხეული

დიდი შანსია, მომდევნო სეზონის დასაწყისში, მიმდინარე სეზონის სტარტთან შედარებით, "ბარსელონას" კაპიტნების ოთხეული სერიოზულად იყოს გადახალისებული.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში, "ბარსელონას" პირველი კაპირანი ანდრეს ინიესტა იყო, ვიცე-კაპიტანი - მესი, მათ შემდეგ კი სერხიო ბუსკეტსი და ხავიერ მასკერანო მოდიოდნენ. იანვარში მასკერანოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, მეოთხე კაპიტნის პოზიცია ვაკანტურია.
Marca-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში გუნდი ინიესტამაც დატოვა, მთავარი კაპიტანი ლეო მესი გახდება, ვიცე-კაპიტანი - სერხიო ბუსკეტსი, კიდევ ორ ვაკანტურ ადგილზე კი პიკე, რაკიტიჩი, ალბა, სუარესი და ტერ შტეგენი განიხილებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]