ბარსელონა-ბილბაო 2:0 - ვალვერდე მატჩის შემდეგ

ბარსელონა-ბილბაო 2:0 - ვალვერდე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ბილბაოსთან" მოგებული შეხვედრის (2:0) შემდეგ, უშუალოდ თამაშის გარდა, კიდევ ბევრ საკითხზე ისაუბრა.

"პირველ ნახევარში, მეტოქეს დიდი ძალებით ვაპრესინგებდით და წინ მივიწევდით. თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებს ვქმნიდით. მეორე ტაიმში პრესინგს მეტოქემ მიმართა, რის გამოც გაგვიჭირდა. პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორე - არა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."

ანდრეს ინიესტა

"ინიესტას გუნდიდან წასვლა? მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მის გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ჩვენთვის მას ჯერ არაფერი უთქვამს. გვინდა, რომ აქ სამუდამოდ დარჩეს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება."

ივან რაკიტიჩი

"პირველ ტაიმში ის ძალიან კარგი იყო. რაკიტიჩი ბუსკეტსის ძალიან კარგი ალტერნატივაა."

წაუგებელი სეზონი

"გამიხარდება, თუ ჩემპიონატს წაუგებლად დავასრულებთ, მაგრამ ეს კომენტარი სულელური გამოჩნდება, თუ მომდევნო თამაშს წავაგებთ."

ლიონელ მესი

"ვასწავლი თუ არა მესის ახალ რამეს? იმედი მაქვს, ის ჩემთვის ყოველდღიურად სწავლებას განაგრძობს. მან იცის, რა უნდა გააკეთოს და რა სჭირდება გუნდისგან."

უსმან დემბელე

"დიდებული ფეხბურთელი შესანიშნავი შესაძლებლობებით. მას პროგრესის უდიდესი შესაძლებლობა აქვს. მისი ყოფილი გუნდი განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობდა, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში კი, ფეხბურთელმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა."

სეზონი

"მიმდინარე სეზონში წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო დაცვასა და შეტევაში გუნდური თამაშია."

ტრებლი

"შანსი გვაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ამ მიზნამდე კიდევ ბევრი გვაშორებს. შემართება იზრდება როცა იგებ და კლებულობ როცა აგებ. კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ აპრილი რთული და გადამწყვეტი იქნება."

სანაკრებო პაუზა

"სანაკრებო პაუზა კარგი შანსია გავაანალიზოთ მეტოქეები, რომლებსაც მომავალში დავუპირისპირდებით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 19 მარტი 2018 20:32
    0
    კაცი წაუგებლად მიდის.მაგარი კაცია
    მიდი ვალო
    serhio
    სტუმარი [?]
    #6 19 მარტი 2018 10:32
    0
    ციტატა: Navasi
    Chempionta liga ginda valverde zizus daureke da getyvis ligebi zedized rogor unda moigo tan ise ro kitxvis nishani ar datovo da ara ise sajarimoshi waqcevaze skomina penalts ro ar ginishnavs da fabregasi roar tamashobs imedia sitis ar shexvdebit tore iqac gaxvalt....

    :დდდდდდდდდდდ რა კითხვის ნიშნების გარეშე მოგება, ბაირნთან თამაშზე თვალიც არ გაქ ეტყობა მონაკრავი :დდდ და იხსენებ მომენტს, როომელზეც უეფას ძველი და მოქმედი მსაჯებიც აღიარებდნენ რო პენალტი არ იყო, ლამპარდიც კი იგივე აზრს იზიარებდა. ამის მერე რა უნდა გელაპარაკოს ადამიანმა. ფაბრეგასი არ თამაშობდა, თავის მშობლიურ კლუბს დაუდგა, აბა რა ეგრე უნდა.
    Culé [?]
    #5 18 მარტი 2018 23:46
    0
    მაგარი მწვრთნელია ძმაოო ამან რაც აკეთა ნამდვილად დასაფასებელია გინდი არ აგებს მადლობა ღმერთს რო ასეთი კარგია ბარსელონა მახარებს და მსიამოვნებს ეს ყველაფერი
    Culé [?]
    #4 18 მარტი 2018 23:34
    0
    მაგარი მწვრთნელია ვალო
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    nika-nika
    სტუმარი [?]
    #3 18 მარტი 2018 23:22
    0
    ციტატა: Navasi
    Chempionta liga ginda valverde zizus daureke da getyvis ligebi zedized rogor unda moigo tan ise ro kitxvis nishani ar datovo da ara ise sajarimoshi waqcevaze skomina penalts ro ar ginishnavs da fabregasi roar tamashobs imedia sitis ar shexvdebit tore iqac gaxvalt....

    აუ რეალის ფანი რო ამას იტყვის :D სასაცილოა მეტი არაფერი :D :D :D :D :D: :D D:
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მარტი 2018 23:13
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    ოპააა, ატლეტიკო ტეხავს

    ჩემპიონთა ლიგა და ეგაა :D
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მარტი 2018 23:12
    0
    ოპააა, ატლეტიკო ტეხავს
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly