ანდრეი შევჩენკო: თუ მესი ასე გააგრძელებს, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო ლიონელ მესის ძლიერებას ხაზს უსვამს.
"თუ მესი ისეთივე მაღალ დონეზე განაგრძობს ასპარეზობას, როგორც მან "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშა (3:0), მაშინ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება. ლეო ახლა შეუჩერებელია, მისი გამოსვლა აღმაფრთოვანებს."-ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში "ბარსელონა" "რომას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 4 აპრილს "კამპ ნოუზე" გაიმართება, 6 დღის შემდეგ კი კატალონიელები იტალიას ეწვევიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]