ოფიციალურად: ბუსკეტსს 3 კვირა გაუცდება

რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონამ", სერხიო ბუსკეტსის ტრავმასთან დაკავშირებთ, ოფიციალურ განცხადება გაავრცელდა და გაირკვა, რომ ნახევარმცველს დაახლოებით 3 კვირა გაუცდება.
ფეხბურთელმა დაზიანება "ჩელსისთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (3:0) მიიღო. დღეს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის მკურნალობას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.
იმის გამო, რომ მარტის მეორე ნახევარში სანაკრებო თამაშებია, ბუსკეტსს "ბარსელონას" მხოლოდ 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ ერთი მათგანი საკმაოდ რთულია. 18 მარტს კატალონიელები "ბილბაოს" მასპინძლობენ, 31 მარტს კი - "სევილიას" სტუმრობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]