"მალაგას" ფეხბურთელი ალბას ბოდიშს უხდის
"მალაგას" ფეხბურთელი სამუელ გარსია, რომელმაც გუშინდელ მატჩში, ჟორდი ალბასთან უხეშობის გამო, წითელი ბარათი მიიღო, ბოდიშს იხდის.
"მინდა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და ჟორდი ალბას ბოდიში მოვუხადო. ჩემი მიზანი ყოველთვის ბურთზე თამაშია. არასდროს ვყოფილვარ ფეხბურთელი, რომლებიც სხვებს ურტყამს. ვწუხვარ იმის გამო, თუ როგორ სიტუაციაში ჩავარდა გუნდი."
სამუ გარსიამ ალბას წინააღმდეგ 30-ე წუთზე იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]