მალაგა-ბარსელონა - პრევიუ

მალაგა-ბარსელონა - პრევიუ

ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე "მალაგას" და "ბარსელონას" დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს. 

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი

"მალაგა" - ხუან კარლოს პერესი, ადალბერტო პენიარანდა, ადრიანი გონსალესი (საეჭვო), რესიო (საეჭვო);

"ბარსელონა" - ნელსონ სემედუ, დენის სუარესი, ანდრეს ინიესტა.

გუნდების სიახლეები

- მოსალოდნელია, რომ ჟერარ პიკე დაისვენებს და დაცვის ცენტრში სამუელ უმტიტის ტომას ვერმალენი შეუწყვილდება;

- ინიესტას არყოფნაში ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგს ფილიპე კოუტინიო დაიკავებს, მარჯვენა ფლანგზე კი პაულინიო ან უსმან დემბელე ითამაშებს;

- "მალაგა" ძალიან ცუდ ფორმაშია - ანდალუსიელებმა უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ორში მოახერხეს ქულის აღება.

ურთიერთშეხვედრები

ბოლო 3 წელიწადში გამართული უკანასკნელი 6 შეხვედრიდან "ბარსელონამ" 3 მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი "მალაგამ" გაიმარჯვა.

სატურნირო მდგომარეობა

28-ე ტურის წინ "ბარსა" 69 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და "ატლეტიკოს" 8 ქულით უსწრებს, "მალაგა" კი 13 ქულით ბოლო ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 8 ქულა აშორებს. 

WhoScored-ის პროგნოზი

- "ბარსელონა" თამაშგარეში ხშირად მოხვდება;

- "ბარსელონა" ფლანგიდან გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაიტანს;

- "ბარსელონას" ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ექნება;

- "მალაგას" ფეხბურთელები რამდენიმე გაფრთხილებას მიიღებენ.

როგორ დასრულდება შეხვედრა?

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 10 მარტი 2018 02:02
    0
    პაულინიო რო ფლანგზე არ თამაშობს ხო ასპროცენტიანია
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 10 მარტი 2018 00:07
    0
    პაუსააც უნდა დასვენება რობერტო ათამშოს და ფლანგზე ვიდალი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 მარტი 2018 23:13
    0
    დემბო უნდა ათამაშოს იქნებ ნავსი გატეხოს და ცოტა გული მიეცეს.
    CULE COUTINHO
    სტუმარი [?]
    #3 9 მარტი 2018 22:36
    0
    ციტატა: Barca-Camp nou
    Silkze iqneba tamashi?

    ki iqneba

    ai es shemadgenlobavminda chelstan ogond kous nacvlad iniesta dapaus nacvlad dembele
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2018 22:22
    0
    რაოო?
    ბარსელონას" ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ექნება?
    შანსი არაა bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie
    Barca-Camp nou
    სტუმარი [?]
    #1 9 მარტი 2018 22:09
    0
    Silkze iqneba tamashi?