სუარესმა, შესაძლოა, "ლას პალმასთან" არ ითამაშოს

"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, შესაძლოა, ლა ლიგის მომდევნო ტურში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ არ ითამაშოს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციის საშიშროებაა.
სუარესს, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. "ლას პალმასის" შემდეგ "ბარსელონა" "ატლეტიკოს" ეთამაშება და პირველ მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ურუგვაელი მადრიდელებთან დაპირისპირებას გამოტოვებს.
AS-ის ცნობით, ერნეტსო ვალვერდე არ გამორიცხავს, სუარესი "ლას პალმასთან" დაასვენოს.
მომდევნო შეხვედრაში ვერ ითამაშებენ დისკვალიფიცირებული ჟორდი ალბა და ტრავმირებული ნელსონ სემედუ. საეჭვოა ჟერარ პიკეს თამაში, რომელმაც "ჟირონასთან" მატჩში მცირე დაზიანება მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]