ლუის სუარესი "ბარსელონას" ყველა დროის მე-6 საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ლუის სუარესი "ბარსელონას" ყველა დროის მე-6 საუკეთესო ბომბარდირი გახდა

მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა "ჟირონასთან" გამართულ დერბიში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისი 144-ე გოლი გაიტანა კატალონიელთა მაისურით.

ალბათ იცით, რომ მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა შემტევმა "ბარსელონაში" გატანილი გოლების რაოდენობით სამუელ ეტო'ოს გაასწრო და მე-7 პოზიციაზე გადავიდა, ამის შემდეგ დიდი ხანი არ დასჭირვებია პაულინიო ალკანტარას უკან ჩამოსატოვებლად.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფილიპინელ ლეგენდას კატალონიურ გრანდში 143 ოფიციალური გოლი აქვს გატანილი, ლუის სუარესმა კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დღეს თავისი 144-ე გაიტანა და პაულინიო ჩამოიტოვა.

თუ არაოფიციალურ გოლებს გავითვალისწინებთ, აქ უკვე პაულინიო ალკანტარა 31 წლის ურუგვაელს ბევრად ჯაბნის, ფილიპინელის ანგარიშზე 369 გოლია, ხოლო სუარესის აქტივში მხოლოდ 151-ია.

ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების მიხედვით "ბარსელონას" ყველა დროის ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება: ლეო მესი (537), სეზარი (232), ლასლო კუბალა (194), ხოსეპ სამიტიერი (184), ხოსეპ ესკოლა (167), ლუის სუარესი (144).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kule forever
    სტუმარი [?]
    #6 26 თებერვალი 2018 13:35
    0
    შემდეგ სეზონში გადავა მესამეზე თავისუფლად თუ ესე გააგრძელა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 თებერვალი 2018 20:03
    0
    გუშინ რეალში ბეილმაც ბენზემამაც და რონალდუმაც გაიტანეს და თურმე ეს პირველი შემთხვევა ყოფილა როცა სამივემ გაიტანა ერთ თამაშში....
    მეც არ გამიკვირდა ბენზემას რო დაარტყმევინეს პენალი თამაშის ბოლოს, რონალდუმ ალბათ დაიხია ყველაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 თებერვალი 2018 11:10
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: neo222
    ციტატა: M10 S9 D11
    მიდი სუა თავისუფლად შეგიძლია მეორე ადგილზე გადასვლა

    ორი სეზონი და ეგაა

    კიდე 80 ზე მეტი გოლი უნდა და 2 სეზონში მოასწრებს თუ არ დაჩლახდა ასაკში რო შევა. ან თუ ვინმე არ იყიდა ბარსამ

    ამ სეზონში 15-20 გოლს კიდე დაამატებს ჯეკიტო :D და შემდეგ სეზონში... მოკლედ ვფიქრობ ლუის სუარესი იქნება მესის შემდეგ ისტორიაში მეორე მეგოლე. დიდი სურვილი მაქ ასე მოხდეს ყოველშემთხვევაში, ფაქტია რომ ერთი სეზონი და მესამე მეგოლე გახდება
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    [?]
    #3 25 თებერვალი 2018 03:12
    0
    ციტატა: neo222
    ციტატა: M10 S9 D11
    მიდი სუა თავისუფლად შეგიძლია მეორე ადგილზე გადასვლა

    ორი სეზონი და ეგაა

    კიდე 80 ზე მეტი გოლი უნდა და 2 სეზონში მოასწრებს თუ არ დაჩლახდა ასაკში რო შევა. ან თუ ვინმე არ იყიდა ბარსამ
    Culé [?]
    #2 25 თებერვალი 2018 02:47
    0
    ჯეკა ძალიან მაგარია, სასწაულ ფორმაშია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 თებერვალი 2018 02:32
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    მიდი სუა თავისუფლად შეგიძლია მეორე ადგილზე გადასვლა

    ორი სეზონი და ეგაა
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️