ლეო მესი - 2 ისტორიული რეკორდი ნახევარ საათში

  • 25-02-2018, 00:30
  • ლეო მესი - 2 ისტორიული რეკორდი ნახევარ საათში

    ლიონელ მესის ერთდროულად ორი რეკორდი დასამყარებლად "ჟირონასთან" ამ წუთებში მიმდინარე თამაშის მხოლოდ ნახევარი საათიც კი ეყო.

    მატჩში, რომელშიც ანგარიში სტუმრებმა მე-3 წუთზე გახსნეს, ლეომ ჯერ ლუის სუარესს გაატანინა (მე-5 წუთზე), შემდეგ კი, 30-ე წუთზე, მეტოქის კარი თავადაც აიღო, შემდეგ ერთიც დაამატა და ამ წუთებში "ბარსა" 3:1 იგებს.

    ამ საგოლე გადაცემითა და გოლით, არგენტინელმა ორი რეკორდი დაამყარა. ლა ლიგის ისტორიაში, მას უკვე 148 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ლეომ "რეალის" ლეგენდის, მიჩელის რეკორდი გააუმჯოებსა, რომელსაც ლა ლიგაში 147 საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

    ამ რეკორდის დამყარებიდან 25 წუთში, მესიმ "რეალის" კიდევ ერთი ლეგენდის რეკორდი გააუმჯობესა, გაუტანა რა ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში 36-ე გუნდს. არგენტინელამდე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგაში 35 გუნდის კარი ჰქონდა აღებული, რაულ გონსალესი იყო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Magician Culé [?]

    25 თებერვალი 2018 18:39

    შემდეგი რეკორდი გამოუშვით რა :დ

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    25 თებერვალი 2018 14:50

    ყველა რეკორდი მესისია

    1
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    25 თებერვალი 2018 01:55

    ციტატა: Messiah
    ლა ლიგაში ვის აქვს ყველაზე მეტი ასისტი ? ვის რეკორდს ენ..რევა ? :დ

    რეალის იგროკს ეკუთნოდა და დღეს მოუხსნა უკვე

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    25 თებერვალი 2018 01:51

    დღეს გამოჩნდა რამხელა პოტენციალი გვაქ შეტევაში და ეს გუნდი რატო უნდა თამაშობდეს ისეთ უხარსხო იგრას რაც ჩელსისთან ან თუნდაც ხეტაფესთან და ალავესთან ვითამაშეთ. ხეტაფესთან ამ სასტავით და ესეთი შემართებით რო დაგვეწყო ალბათ გავანადგურებდით. კოუ სულ მალე გახდება ბარსას სრულუფლებიანი წევრი. დემბელეს კიდე ბევრი უკლია. აშკარაა ნიჭი, კაცს ესე მარტივად მესიც ვერ ატყუებდა მაგ ასაკში, ძალიან სხარტია მარა საბოლოო გადაწყვეტილება უჭირს. ბოლოს უაზრობას აკეთებს. ასისტი კარგი იყო მარა საგოლე ალღო 0 აქვს. სად ურტყამს ყოველ ჯერზე. აშკარად უნდა გოლი რო ცოტა მოეშვას და დაწყოს გუნდელებზე და პასზე თამაში. ის კარგია რო მესიმ რამდენჯერმე ჩართო თამაშში და აღარ დააიგნორა. ფლანგზე იწევა და მეტოქის დაცვას წელავს რაც მესისთვის და სუარესისთვის კარგია. პასის კულტურა აქვს და ჯობს ფლანგიდან პასები აკეთოს თორე გოლზე ჩალიჩი სისულელეებს აკეთებინებს. საერთო ჯამში საშუალოდ ითამაშა, ასისტი, 1-2 კარგი დრიბლინგი მარა ასევე უაზრო დარტყმები და რამდენიმე ბურთის დაკარგვა. ნუ არაუშავს ნელ ნელა მოიხოდება იმედია. ესეთი ნიჭI ბარსაში რატო უნდა დაიაკრგოს პროსტა

    0
    gio-barca29
    gio-barca29 სტუმარი [?]

    25 თებერვალი 2018 01:48

    ციტატა: Gnidius
    ამ დემბელეს რა ვუშველოათ.აზრზე არ არის რაებს აკეთებს მაგაში რო ასი მილიონი არ იყოს გადახდილი სულ სკამი უნდა ახეხინო

    დემბოს არაფერი არ უნდა პრაკტიკის გარდა მეტი და მეტი დრო

    0
    გასულია
    temo24 გულშემატკივარი [?]

    25 თებერვალი 2018 01:42

    გილოცავ მესი!!!

    1
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    25 თებერვალი 2018 00:48

    ლომიიიი გენიოსია ყველა შეტევას ეს კარნახობს

    1
    ექსპერტი
    ექსპერტი სტუმარი [?]

    25 თებერვალი 2018 00:42

    ციტატა: gio-barca29
    ეხ აღარ დარჩა რეკორდი რომ გააუმჯობესოს . იყოს ეხლა და აუმჯობესოს თავისივე რეკორდები

    აუ ლიგაზე 18 გოლიიმინდა ამის რეკორდი იქნება

    1
    Mesxi
    Mesxi სტუმარი [?]

    25 თებერვალი 2018 00:41

    ლეო გენიოსი ხარ რონალდუ შენ უნდა მოკლა :D

    0
    gio-barca29
    gio-barca29 სტუმარი [?]

    25 თებერვალი 2018 00:38

    ეხ აღარ დარჩა რეკორდი რომ გააუმჯობესოს . იყოს ეხლა და აუმჯობესოს თავისივე რეკორდები

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV