ბარსელონა-ჟირონა - პრევიუ

ბარსელონა-ჟირონა - პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე "ბარსელონა"-"ჟირონას" დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს. 

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი

ბარსელონა - არავინ

ჟირონა - რაიმუნდო ლუის სუარესი, ხოან მოხიკა (საეჭვო). 

გუნდების სიახლეები

ტრავმის შემდეგ "ბარსელონას" უბრუნდება ტომას ვერმალენი და მოსალოდნელია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ჟერარ პიკეს ჩაანაცვლებს;

- ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ფილიპე კოუტინიო ითამაშებს, მარჯვენა ფლანგზე კი უსმან დემბელე, რომელიც "ბარსაში" სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ჯერ კიდევ განიცდის;

- ტრავმა მოიშუშა "ჟირონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პერე პონსმა და ის თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონა" და "ჟირონა" ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2011 წელს, "ბარსამ" ლობატოს და რივეროლას გოლებით 2-1 იმარჯვა, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში კი "მონტილივიზე" ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 3-0 მოიგო. 

სატურნირო მდგომარეობა

"ბარსელონა" 24 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ჟირონა" კი 34 ქულით მე-8 პოზიციაზეა. 

WhoScored-ის პროგნოზი

- "ბარსელონა" ხშირად მოხვდება თამაშგარე მდგომარეობაში;

- მასპინძლები გოლს გამჭოლი გადაცემის შედეგად გაიტანენ;

- "ჟირონა" ბევრ საგოლე მომენტს შექმნის და თუ გაიტანს, "ბარსას" მხრიდან ქამბექი იქნება მოსალოდნელი;

- საჰაერო ორთაბრძოლებში უპირატესობა "ჟირონას" ექნება. 

როგორ დასრულდება შეხვედრა?

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tonnoo
    სტუმარი [?]
    #2 24 თებერვალი 2018 20:57
    0
    ის რო ჟირონა დგეს გოლს ვერ გაიტანს მერე კიდე ის რო ვერც ბევრ საგოლე მომეენტს ვერ შექმნის
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 24 თებერვალი 2018 17:04
    0
    ვვერმა და მინა დაყენოს