ლუის სუარესი და ჟორდი ალბა დისკვალიფიკაციის ზღვარზე

ლუის სუარესი და ჟორდი ალბა დისკვალიფიკაციის ზღვარზე

"ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის წევრები, ლუის სუარესი და ჟორდი ალბა ესპანეთის ჩემპიონატში დისკვალიფიკაციის მიღებასთან ახლოს არიან.

ურუგვაელ თავდამსხმელმსა და ესპანელ მარცხენა მცველს, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 4-4 გაფრთხილება აქვთ მიღებული (სუარესს 5, მაგრამ ერთი გაუუქმეს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო გაფრთხილების შემთხვევაში ისინი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.

თუ სუარესმა ან ალბამ "ჟირონასთან" ყვითელი ბარათი მიიღეს, ისინი "ლას პალმასთან" დაპირისპირებას გამოტოვებენ, ხოლო თუ ეს ფეხბურთელები "ლას პალმასთან" გააფრთხილეს, ისინი "ატლეტიკოსთან" გასამართ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას დააკლდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 24 თებერვალი 2018 16:57
    0
    ორივემ უნდა მიიღოს ჟონასთან
    temo24
    სტუმარი [?]
    #1 24 თებერვალი 2018 03:25
    0
    ლას პალმასთან ჯობია რომ გამოტოვონ თორე ატლეტიკოსთან სუარეზის და ალბას გარეშე გაგვიჭირდება