ემანუელ პეტი: გვარდიოლას ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ჰქონდა

ემანუელ პეტი: გვარდიოლას ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ჰქონდა

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ემანუელ პეტი კატალონიურ გუნდში თამაშის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ გუნდის იმდროინდელ კაპიტანს, პეპ გვარდიოლას, ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ჰქონდა.

"გასახდელში, გვარდიოლასა და ჰოლანდიელ ფეხბურთლებს შორის, დაპირისპირება იყო. ამის მიზეზი, ძირთადად, პოლიტიკა იყო.

ძალიან ნიჭიერი გუნდი ვიყავით, მაგრამ ფეხბურთელების დიდი ნაწილი ასაკში იყო, მოედანს მიღმა კი ბევრი პრობლემა გვქონდა. "ბარსელონას" მაისურით 30 თამაშზე ცოტა ჩავატარე და უმჯობესია, ის სეზონი დავივიწყო." - ციტირებს პეტის სიტყვებს Marca.

ემანუელ პეტი "ბარსელონაში" 2000/01 წლების სეზონში თამაშობდა. იმ დროს, გუნდში 6 ჰოლანდიელი ფეხბურთელი ირიცხებოდა - მიხაელ რაიციგერი, ფრანკ დე ბური, ფილიპ კოკუ, პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი და ბუდევეინ ზენდენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 თებერვალი 2018 18:01
    1
    მახსოვს ეს ბარსაში.
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Culé [?]
    #1 20 თებერვალი 2018 15:16
    1
    პეპი მსოფლიოს საუკეთესოა
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი