ტომ ჰენინგ ევრებე სკანდალურ მატჩს იხსენებს: საკუთარ შეცდომებს შევეგუე

ტომ ჰენინგ ევრებე სკანდალურ მატჩს იხსენებს: საკუთარ შეცდომებს შევეგუე

სკანდალური ნორვეგიელი არბიტრი ტომ ჰენინგ ევრებე, "ჩელსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების წინ, ამ გუნდებს შორის 2009 წელს გამართულ ცნობილ დაპირისპირებას იხსენებს.

2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, "სტემფორდ ბრიჯზე", "ჩელსიმ" და "ბარსელონამ" 1:1 ითამაშეს, რის შედეგადაც ფინალში კატალონიური გუნდი გავიდა. მატჩის ნორვეგიელმა არბიტრმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, მათგან უმრავლესობა "ბარსელონას" სასარგებლოდ.

"ეს ჩემი საუკეთესო დღე არ ყოფილა, ეს სიმართლეა. თუმცა, მსაჯები მსგავს შეცდომებს უშვებენ. ფეხბურთლები და მწვრთნელებიც ცდებიან. რა თქმა უნდა, იმ დღით არ ვამაყობ. რამდენიმე შეცდომა დავუშვი და მათ შესახებ ყველას თავისი აზრი ჩამოუყალიბდა. ვიმეორებ - ფეხბურთელები და მწვრთნელებიც ცდებიან, მაგრამ მათ არაფერი ემართებათ.

შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებიდან არავისთან მისაუბრია. მოედანი ღირსეულად დავტოვე, გასახდელში წავედი და ამით მორჩა ყველაფერი.

"ჩელსის" გულშემატკივრები მოკვლით მემუქრებოდნენ. ასეთი სიტუაცია 2012 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

რა თქმა უნდა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, გულშემატკივრები გამიხსენებენ. მაგრამ ამ საკითხზე არ ვღელავ. ხალხს შეუძლია ისე იცხოვროს, როგორც მათ სურთ. მე ოსლოში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობ. საკუთარ შეცდომებს შევეგუე." - განაცხადა ევრებემ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #10 19 თებერვალი 2018 22:05
    0
    9წლის წინანდელ ამბავს რატო ვიხსენებთ?
    Reichmann
    სტუმარი [?]
    #9 18 თებერვალი 2018 19:50
    0
    ბალაკს რო ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტი არ დანიშნა ეგეც მახსოვს, აბიდალის, ეტოოს და ანრის მომენტებთან ერთად. გამოიყვანეს ჩელსი დაჩაგრული და ბარსა გათრეული გუნდი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტურეზე ხელის მოხვედრის მომენტი, ბოლო წუთებზე იყო და დასამახსოვრებელ ეპიზოდად იქცა უფრო
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #8 18 თებერვალი 2018 15:18
    0
    ასეტი მსაჯები უნდა დასაჯონ
    MessiTheMaestro
    სტუმარი [?]
    #7 18 თებერვალი 2018 14:15
    0
    ციტატა: EL Fenomeno
    არაა რა ეს მატჩი იყო რაღაც სასაწულიიი, ასეთი მნიშვნელობის თამაშში, ამდენი შეცდომა რამაც შედეგზე გავლენა იქონია რავიციი რავიიციი. ყველანაირად ეკუთვნოდა ჩელსის გასვლა

    ერთი მხრიდან რატო უყურებთ ყველაფერს??? აბიდალი რო გააგდო სამართლიანი იყო? პ.ს მანამდე დროგბამ ჩაარტყა პიკეს ფეხი, მერე კიდე ანრის რო მაიკაზე მოქაჩეს ეგ არიყო პენალტი? დაკიდე ბევრი არასწორად დანიშნული თამაშგარე... ორივე მხრის სასარგებლოდ დაუშვა შეცდომები და ადგე და თქვა რო მსაჯის დახმარებით გავიდა ბარსაო რავი...
    Culé [?]
    #6 18 თებერვალი 2018 14:15
    0
    ფეხბურთის სირცხვილი იყო ეს მატჩი. რა აბრსელონას ბრალია მამენტ მარა თან კიდე ისიცაა რო იმ დროინდელი ბარსელონას გამოვარდნა 11 კაცით დაცვაში მყოფი ჩელსისგან ტეხავდა
    [?]
    #5 18 თებერვალი 2018 14:11
    0
    Abidali rato gagvigdo.
    Culé [?]
    #4 18 თებერვალი 2018 14:04
    0
    მაგრად მევასებოდა ეს მსაჯი laughing laughing სად დაიკარგა კაცო
    Culé [?]
    #3 18 თებერვალი 2018 13:58
    0
    ჩვენ წაგვადრა ამის შეცდომები მაგრამ საპირიპიროთაც შეილებოდა პენალტის დანიშვნა.
    EL Fenomeno
    სტუმარი [?]
    #2 18 თებერვალი 2018 13:49
    0
    არაა რა ეს მატჩი იყო რაღაც სასაწულიიი, ასეთი მნიშვნელობის თამაშში, ამდენი შეცდომა რამაც შედეგზე გავლენა იქონია რავიციი რავიიციი. ყველანაირად ეკუთვნოდა ჩელსის გასვლა
    ღამურა
    სტუმარი [?]
    #1 18 თებერვალი 2018 13:49
    0
    ariyo msajis brali elandeba tavad tore