"ბარსელონა"–"ვილიარეალი", გვარდიოლა მატჩის წინ

"ბარსელონა"–"ვილიარეალი", გვარდიოლა მატჩის წინ

კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას განცხადებით დღევანდელი მატჩი ძალიან კარგი გამოდგება. ცნობისთვის დღეს გვიან ღამით "ბლაუგრანა" "ვილიარეალს" მიიღებს საკუთარ "კამპ ნოუზე": " "ვილიარეალი" ის გუნდია ვისთანაც თამაში ბოლო წლებში ძალიან გვიჭირს. მათ თამაშის მშვენიერი სტილი აქვთ. დღევანდელი მატჩი ძალიან კარგი იქნება და იმედია გულშემატკივარიც ისიამოვნებს. რატომ არის "ვილიარეალი" მესამე ადგილზე? მათ ჰყავთ ძლიერი მეკარე. მათ დაცვაში დაიმატეს მარჩენა და ჰყავთ მშვენიერი ნახევარდაცვის ხაზი. ასევე უნდა აღინიშნოს ორი ნიჭიერი ფორვარდი. როსი და ნილმარი, ისინი ძალიან სწრაფები და ტექნიკურები არიან. მე არ მიყვარს სტატისიკის ყურება, თუმცა ფაქტია, ბოლო სამი წელია "წყალქვეშა ნავს" ვერ ვამარცხებთ საკუთარ კედლებში." ასევე გვარდიოლამ იმაზეც ისაუბრა თუ ვინ უნდა შეუწყვილდეს კარლეს პუიოლს, პიკეს არ ყოფნაში: " პიკეს დიკვალიფიკაცია აქვს, მილიტო ტრავმირებულია. ასევე ვერ ითამაშებს აბიდალი. სავარაუდოდ დღევანდელ მატჩს დაცვის ცენტრში, პუიოლთან ერთად რომელიმე "ბარსა ატლეტიკის" ფეხბურთლი დაიწყებს." სავარაუდოდ ითამაშებს ან ბარტრა ან ფონტასი: " ერთი მარჯვენა ფეხით თამაშონს, მეორე მარცხენათი. ორივეს აქვს ბევრი კარგი თვისება. ორივე კარგად თამაშობს მეორე სართულზე. ჩემი აზრით ერთიც და მეორეც მზადაა სათამაშოდ," დაასრულა გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.