აფელაი "ბარსას" უახლოვდება
უკვე კარგა ხანია, რაც "ბარსელონას" წარმომადგენლებსა და "პსვ ეინდჰოვენის" ტექნიკურ დირექტორ მარსელ ბრენდებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ჰოლანდიური კლუბის ნახევარმცველზე იბრაჰიმ აფელაიზე, რომლის "ბარსაში" გადმობარგების საკითხი შესაძლოა დროის ფაქტორი იყოს.
როგორც წყარო იუწყება, პარასკევს კლუბებს შორის ისევ განახლდა მოლაპარაკებები ამ ტრანსფერზე. მარსელ ბრენდებმა აღიარა რომ მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და შეთანხმებასთან ახლოს არიან. იბრაჰიმის გადმობირებისათვის "ბარსას" თავკაცებს, თავდაპირველად ორი მილიონის ხოლო შემდეგ ოთხი მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. "SPORT"-ის თქმით ჰოლანდიელს დიდი სურვილი აქვს ითამაშოს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან ჩავი და ინიესტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]