მესის შედეგი "ეიბართან": 12 გოლი 6 თამაშში

მესის შედეგი "ეიბართან": 12 გოლი 6 თამაშში

"ბარსელონას" მომდევნო მეტოქესთან, "ეიბართან" თამაში კატალონიურ გუნდსაც და მის ლიდერს, ლიონელ მესისაც კარგად გამოსდით.

"ეიბარი" ერთადერთი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც "ბარსას" 5 ან მეტი თამაში აქვს ჩატარებული და მათგან ყველა მოგებული, თან ყველა მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით. ამ გუნდებს შორის გამართული 7 დაპირისპირებიდან ყველა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ბურთების შეფარდება - 26:4.

ამ 7 შეხვედრიდან მესიმ მონაწილეობა ექვსში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლია, ანუ, თამაშში, საშუალოდ, 2 გოლი. ასეთი საშუალო მაჩვენებელი არგენტინელს არცერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ არ აქვს. ამ 12 გოლიდან 4 ლეომ მიმდინარე სეზონში, "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც "ბარსამ" 6:1 მოიგო.

17 თებერვალს, გუნდები ერთმანეთს "ეიბარის" საშინაო არენაზე, "იპურუაზე" დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 14 თებერვალი 2018 15:57
    0
    მალლე 7 თამაშში 14 გოლი ექნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 თებერვალი 2018 13:19
    0
    ციტატა: yourego
    მესიმ არუნდა ითამაშოს ეიბართან არც ბუსკეცმა რაც შეილება უნდა დაისვენონ მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან ჩელსისთან

    მეც ვეთანხმები შენს აზრს. მაქსიმალურად უნდა გადახალისდეს შემადგენლობა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    yourego
    სტუმარი [?]
    #1 14 თებერვალი 2018 13:05
    0
    მესიმ არუნდა ითამაშოს ეიბართან არც ბუსკეცმა რაც შეილება უნდა დაისვენონ მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან ჩელსისთან